თმის მოცილება
თმის მოცილება

მანამდე & შემდეგ

თმის მოცილება
თმის მოცილება
თმის მოცილება
თმის მოცილება

თმის მოცილება

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი La Belle Medical-ი მსოფლიოში დამკვიდრებული ბრენდის SharpLight-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.

Sharplight-ის უნიკალურ, უახლესი ტექნოლოგიის, არაინვაზიურ აპარატს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მოიხმარს. მულტიფუნქციურ აპარატს გააჩნია სამედიცინო, ესთეტიკური და დერმატოლოგიური მიმართულებები. Sharplight-ის აპარატს მინიჭებული აქვს ევროპული და ამერიკული საერთაშორისო სერთიფიკატები: CE და FDA.

თმის უმტკივნეულოდ მოცილება კეთდება  მოყინვის  მეთოდით DPC ტექნოლოგიით, რომელიც  მიჩნეულია ინოვაციად ჭარბთმიანობის სამკურნალოდ. DPC ტექნოლოგიის ერთერთი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ იძლევა მპულსის მოდიფიკაციის არჩევის საშუალებას, რაც გულისხმობს თითოეულ მომხმარებელზე პროგრამის ინდივიდუალურად შერჩევას კანის ტიპის, თმის ფერის, თმის სტრუქტურის გათვალისწინებით. სწორედ ინდივიდუალურად შერჩეული პარამეტრები უზრუნველყოფს იმ გასაოცარ შედეგებს, რაც DPC ტექნოლოგიით ჩატარებულ პროცედურებს აქვს.

რაც შეეხება მოყინვის მეთოდს, რაც უზრუნველყოფს პროცედურების უმტკივნეულობას, ეს არის მოყინვის უნიკალური სისტემა - საფირის მინა, რომელიც გრილდება  -10ºC-მდე და აქვს ანესთეზიის ეფეტი. მოყინვის მეთოდი იცავს კანს გადახურებისაგან.

DPC ტექნოლოგიას ასევე აქვს სინათლის ფილტრის ორმაგი სისტემა, რაც ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრს ჩამოაცილებს ულტრაიისფერ და ინფრაწითელ ტალღებს და ატარებს მხოლოდ ხილული სპექტრის ნარინჯისფერ-წითელ ნაწილს.

უპირატესობები:

  • უმტკივნეულო და ეფექტური სხვა მეთოდებთან შედარებით.       
  • მოქმედებს როგორც ღია, ასევე მუქი ფერის თმაზე.
  • ეფექტურია სხეულის ნებისმიერ მიდამოზე.
  • გაპარსვის შემდეგ არ რჩება შავი წერტილები.
  • არ ვითარდება ნაწიბურები და არ ხდება პიგმენტაციის შეცვლა.
  • კანი ხდება გლუვი და ხავერდოვანი.
  • თმის მოცილების კურსი მოიცავს 6-8 პროცედურას,
  • პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შედეგზე.
  • ინტერვალები პროცედურებს შორის მერყობს 1,5-2 თვემდე.
  • მომხმარებელი ცხოვრების ჩვეულ რიტმს პროცედურის დასულებისთანავე უბრუნდება.