პიგმენტური ლაქების მოშორება
პიგმენტური ლაქების მოშორება

მანამდე & შემდეგ

პიგმენტური ლაქების მოშორება
პიგმენტური ლაქების მოშორება
პიგმენტური ლაქების მოშორება
პიგმენტური ლაქების მოშორება
პიგმენტური ლაქების მოშორება
პიგმენტური ლაქების მოშორება

პიგმენტური ლაქების მოშორება

მზისგან წარმოქმნილი და ასაკობრივი პიგმენტური ლაქების გაქრობა  არაინვაზიური, უმტკივნეულო და უახლესი მეთოდით მხოლოდ La Belle Medical-ში.

SharpLight-ის უნიკალურ, უახლესი ტექნოლოგიის, არაინვაზიურ აპარატს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მოიხმარს. მულტიფუნქციურ აპარატს გააჩნია სამედიცინო, ესთეტიკური და დერმატოლოგიური მიმართულებები.  

SharpLight-ის  არაინვაზიური ტექნოლოგიები უსაფრთხო, სანდო და კომფორტული ტექნიკის დახმარებით  ეფექტურად კურნავს მზისგან წარმოქმნილ და ასაკობრივ პიგმენტურ ლაქებს. ინოვაციური ტექნოლოგიები იყენებს ინტენსიური პულსური ნათების  ტექნოლოგიას, თერაპიული არჩევანი, რომელმაც მოიპოვა უეცარი პოპულარობა და განიცადა დიდი პროგრესი ბოლო წლების მანძლზე. DPC ტექნოლოგია სამიზნე ადგილებში შთანთქავენ პულსურ სინათლეს, ანაწევრებენ პიგმენტურ ლაქებს მცირე ნაწილაკებადმ რომლებიც ერთი ან ორი კვირის განმავლობაში გაიწოვება.

ის კანის სტრუქტურას აახალგაზრდავებს და უბრუნებს კანს განახლებულ იერს და რაც მთავარია, არ საჭიროებს რეაბილიტაციას.

შედეგი და უპირატესობები:

  • ეფექტური შედეგი მიიღწევა 3-6 პროცედურაში, თითოეული პროცედურის ხანგრძლივობა შეადგენს მხოლოდ 20 წუთს.
  • მომხმარებელი ცხოვრების ჩვეულ რიტმს პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება.
  • მკურნალობა მორგებულია ინდივიდუალურად პაციენტზე,  არის არაინვაზიური, უსაფრთხო და უმტკივნეულო.
  • მეთოდი არის მაღალეფექტური, სრულად აღმოფხვრის კანზე დაზიანებებს და აღადგენს კანის სტრუქტურას.
  • ინტენსიური პულსური ნათების ტექნოლოგია არის ეფექტური და უსაფრთხო ალტერნატივა სხვა მეთოდებისა, რომლებსაც ხშირად თან ახლავს გვერდითი ეფექტები.
  • პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შედეგზე.