სამედიცინო ტურიზმი

სამედიცინო ტურიზმის მზარდ პოპულარობაზე ბოლო პერიოდში მრავალმა ფაქტორმა იქონია გავლენა:

  • განვითარებულ ქვეყნებში სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ასტრონომიული ზრდა;
  • მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწრაფად გაუმჯობესებული ტექნოლოგია;
  • მაღალკვალიფიციური მედ-პერსონალი;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტები;

ბოლო ხანებში მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, საგრძნობლად გაიზარდა ისრაელში სამკურნალოდ წამსვლელთა რიცხვი. მთელს მსოფლიოში ისრაელის მედიცინა ცნობილია თავისი მიღწევებით კარდიოლოგიის, კარდიოქირურგიის, ონკოლოგიის, ორთოპედიის, გინეკოლოგიის, ნეიროქირურგიის, პლასტიკურიქირურგიის, ჰემოპათოლოგიის, ორთოპედიის,ქირურგიის და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში, აგრეთვე ძვლის ტვინის გადანერგვის, რეაბილიტაციისდარგში. ისრაელი ასევე ცნობილია მკვდარი ზღვის კურორტით, რომელსაც პაციენტები მიმართავენ კანის დაავადების დროს, მაგ., ფსორიაზი, დერმატიტი, სებორეა.

მედიცინის ხელმისაწვდომობა ისრაელში და მომსახურების მაღალი სტანდარტები - ეს არის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დიდი უპირატესობა, რაც გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან და ამერიკიდან ყოველწლიურად უამრავი ადამიანი მიმართავს ისრაელის კლინიკებს სადიაგნოსტიკოდ და სამკურნალოდ.ისრაელში მკურნალობის დანახარჯები თითქმის 3-ჯერ ნაკლებია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.

La Belle Medical გთავაზობთ გამოკვლევებს,მკურნალობას დასამედიცინო მომსახურეობის ფართოსპექტრსისრაელის წამყვან კლინიკებში.

კომპანიას კავშირი აქვს ისრაელის კლინიკებთან, რეგულარულად იღებს ინფორმაციას მედიცინის დარგში მიმდინარე სიახლეებზე.სპეციალისტები მჭიდროდ თანამშრომლობენ ისრაელის საუკეთესო კლინიკებთან მედიცინის ზემოჩამოთვლილ დარგებში.ჩვენთან ინდივიდუალურად შეირჩევა კლინიკა ან სადიაგნოსტიკო ცენტრი, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იქნება ავადმყოფობის პროფილის შესაბამისი. ექიმი-სპეციალისტები ისრაელში შეაფასებენ თქვენს მდგომარეობას არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით და შეგატყობინებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის პირობების შესახებ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კომპანიას არ აქვს კავშირი სამკურნალო თანხებთან, თანხის გადარიცხვა ხდება პირდაპირ ისრაელში, შერჩეული კლინიკის ანგარიშზე.

ჩვენს სერვისში შედის ვიზებზე ზრუნვა, დოკუმენტაციის გაგზავნა, დახვედრა, ადგილზე ტრასპორტით და სასტუმროთი უზრუნველყოფა, შეფერხების გარეშე ან საჭიროების შემთხვევაში დაჩქარებული ვიზის მიღებაზე ზრუნვა, გაცილება, ადგილზე დახვედრის ორგანიზება,  საავადმყოფოსთან ან კლინიკასთან პირდაპირი კავშირი,გამგზავრებამდე ტელე-ხიდის საშუალებით ექიმთან კონსულტაცია. გამოუვალ ვითარებაში ჩარტერული რეისის განხორციელება. ესყველაფერი საშუალებას აძლევს მომხმარებელს გაცილებით უფრო ნაკლებ ფასში მიიღოს სასურველი სამედიცინო მომსახურება, ვიდრე ეს მას ინდივიდუალურად დაუჯდებოდა.