პლაზმოლიფტინგი

პლაზმოლიფტინგი

პლაზმოლიფტინგი

პლაზმოლიფტინგი არის კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური, მაღალეფექტური და უსაფრთხო მეთოდი, რომელსაც ხანგრძლივმოქმედი ეფექტი აქვს. მისი მიზანია კანის გაახალგაზრდავების ბუნებრივი პროცესების აქტივაცია.

პლაზმოლიფტინგის დროს სისხლის დამუშავება ხორციელდება ბიოტექნოლოგიურ სინჯარებში ცენტრიფუგირების სპეციალური მეთოდით. შედეგად გამოიყოფა ტრომბოციტარული პლაზმა, რომელიც წარმოადგენს ქსოვილებში შესაყვან მასალას.

თრომბოპლაზმაში მაღლი კონცენტრაციით არის წარმოდგენილი ჰორმონები, ცილები, ვიტამინები და ზრდის ფაქტორები. თრომბოპლაზმის შეყვანის შედეგად ხორციელდება კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების სინთეზირების პროცესის აქტივაცია, რომელიც უზრუნველყოფს კანის ელასტიურობასა და სახის ლამაზი ოვალის შენარჩუნებას. ასევე ხდება კანის დამცავი სისტემის აქტივაცია, რომელიც შემდგომ  ეფექტურად ებრძვის ასაკობრივ პრობლემებს. შედეგად ორგანიზმში საკუთარი რეზერვების ხარჯზე ირთვება კანის ბუნებრივი გაახალგაზრდავების ბიოლოგიური მექანიზმი.

პროცედურის ჩატარება შესაძლებელია სახესა და დეკოლტეზე, ზურგის მიდამოში, თავის თმიან ნაწილში (თმის სტრუქტურის გაუმჯობესების და ცვენის შემცირების მიძნით), ხელის მტევნებზე, თეძოს შიდა მხრიდან და სხეულის სხვა მოშვებულ ნაწილებზე, უსიამოვნო ფერის, დაღლილი და მოდუნებული კანის შემთხვევაში.

შედეგი და უპირატესობა:

  • კანის რეგენერაციული თვისებების გაძლიერება;
  • კანის გაწმენდა პიგმენტური ლაქებისგან;
  • კანის ელასტიურობის მომატება და დარბილება;
  • კანის ფერისა და ტექსტურის გაუმჯობესება;
  • კანის დატენიანება და ჰიდრობალანსის რეგულირება;
  • კანის ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერება;
  • არ სჭირდება წინასწარი მომზადება;
  • არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა;
  • არ გააჩნია ალერგიული ან შეუთავსებლობის რეაქცია;
  • მას აქტიურად გამოიყენებენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები;
  • მიზანშეწონილია 4-6 პროცედურის ჩატარება 10-14 დღის შუალედით;
  • პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია შედეგზე.