მეზოძაფები

მეზოძაფები

მეზოძაფები

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი La Belle Medical-ი გთავაზობთ 3D მეზოძაფებს.

მეზოძაფები ეს არის უახლესი ტექნოლოგია მედიცინაში,რომელიც მყისიერად ახდენს ნაოჭების და სხვა სახის დეფექტების კორექციას, აახალგაზრდავებს სახის კანს, აუმჯობესებს მის სიმკვრივეს და იერს. ეს არის გაწოვადი ქირურგიული ძაფები, რომელიც უკვე 30 წელია გამოიყენება ქირურგიაში. მათი კანქვეშ შეყვანით შესაძლებელია ასაკობრივი კოსმეტოლოგიური პრობლემების პროფილაქტიკა და კორექცია.
თვითონ ძაფი არის 100% პოლიდიოქსანონი, რომელიც მოთავსებულია დრეკად, სამედიცინო მეტალისგან ლაზერული ტექნოლოგიით დამზადებულ სპეციალურ ნემს-გამტარში. ნემს-გამტარისა და ძაფის მაქსიმალური სისქე არის 0.3მმ.

 

 

პროცედურები ტარდება შემდეგ ზონებზე:

  • ცხვირ-ტუჩის არე,
  • წვრილი ნაოჭების გასწორება, 
  • სახის ოვალისა და ღაბაბის კორექცია, 
  • ყელისა და დეკოლტეს არე,
  • დაშვებული წარბების კორექცია,
  • კანის სიმკვრივის აღდგენა წონის კლების შემდგომ.

 

3D ლიფტინგის უპირეტესობები:

  • ატრავმატულობა,
  • მომენტალური ეფექტი,
  • 100% ბიოთავსებადობა ქსოვილებთან,
  • თავსებადობა სხვა პროცედურებთან,
  • შედეგის შენარჩუნება 2-3 წელი,
  • ინფილტრაციისა და ალერგიული რეაქციების რისკის არ არსებობა.