მეზოთერაპია

მეზოთერაპია

მეზოთერაპია

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი La Belle Medical-ი გთავაზობთ სახის კანის და თმის მეზოთერაპიას კვალიფიციურ და გამოცდილ ექიმ-კოსმეტოლოგთან.

მეზოთერაპია გაახალგაზრდავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. პროცედურის დროს კანში ხდება  კოქტეილის შეყვანა, რომელსაც მსოფლიოს მოწინავე კოსმეტოლოგიური კომპანიები აწარმოებენ. ეს პროცედურა საშუალებას იძლევა კანი  აუცილებელი ვიტამინებით,  მინერალებით, ამინომჟავებით და ანტიოქსიდანტებით გამდიდრდეს.

„კოქტეილის“ მოქმედების შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, აქტიურდება მეტაბოლიზმისა და რეგენერაციის პროცესები,  კანი შესამჩნევად იჭიმება, სწორდება, ღებულობს ლამაზ, ჯანმრთლ იერსახეს, შესამჩნევად ახალგაზრდავდება, ქრება ნაოჭები, ცელულიტის უბნებში ხდება ლოკალური ცხიმის დაშლა.თმის მეზოთერაპიულ პროცედურას გააჩნია უნივერსალური მოქმედება და მისი გამოყენების შედეგად თმის ძირები მაგრდება, ქრება თმის ცვენა, უმჯობესდება თმის სტრუქტურა.  

მეზოთერაპიის პროცედურები რეკომენდებულია:

  • ასაკობრივი ნაოჭების,
  • ცხიმიანი, ფორებიანი, მშრალი ან მოდუნებული კანის,
  • პიგმენტური ლაქების,
  • აკნეს,
  • გამოხატული კაპილარული ქსელის,
  • ორმაგი დაკიდებული ღაბაბის,
  • ცელულიტის,
  • ზედმეტი ცხიმის,
  • თმის ცვენის შემთხვევაში.

ამ მეთოდით მიიღწევა კანის სტრუქტურის აღდგენა, კანის ფერის გაუმჯობესება, პიგმენტული ლაქების მოშორება, ზედაპირული ნაოჭების კორექცია.