ფილერი

ფილერი

ფილერი

La Belle Medical-ი გთავაზობთ ასაკობრივი პრობლემების აღმოფხვრას უმაღლესი ხარისხის ფილერებით, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი კოსმეტოლოგიური კომპანიები აწარმოებენ.

ფილერი ანუ დერმული შემავსებელი - ეს არის ნივთიერებები, რომლებიც კანქვეშ შეჰყავთ ნაოჭების ან დეფექტების ამოსავსებად, კანისთვის სიმკვრივის მისაცემად, ტუჩების ფორმისა და ზომის შესაცვლელად, ცხვირის მცირე დეფექტების გასაქრობად, ყვრიმალებისა და ნიკაპის ფორმის საკორექციოდ. კორექციის ამ მეთოდს კონტურული პლასტიკა ეწოდება. კონტურული პლასტიკა ესთეტიკური მედიცინის ნაწილია და კოსმეტოლოგიასა და პლასტიკურ ქირურგიას შორის გარდამავალი პოზიცია უკავია.

მეცნიერებმა შეიმუშავეს უსაფრთხო, ბიოთავსებადი და ბიოდეგრადირებადი პრეპარატები, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა და იძლევა სტაბილურ, ხანგრძლივ შედეგს. ბიოინერტული გაწოვადი გელები ჰიალურონის მჟავის საფუძველზეა მიღებული, ჰიალურონის მჟავა კი ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია და მისი ორგანიზმში შეყვანა არ იწვევს არანაირ უკუჩვენებას.

კონტურული პლასტიკა საშუალებას იძლევა რიგი ასაკობრივი ცვლილებებისაგან ქირურგიული ჩარევის გარეშე მოგვარდეს. მისი კიდევ ერთი ღირსებაა ხანმოკლე აღდგენითი პერიოდი. მაშასადამე, ეს არის მეთოდიკა რეაბილიტაციის გარეშე. 

კონტურული პლასტიკით შესაძლებელია: 

  • ტუჩის მოცულობის გადიდება,
  • თვალის გარშემო ნაოჭების შევსება,
  • შუბლზე,
  • წარბებს შორის,
  • ცხვირზე,
  • თვალის გარე კუთხეებთან (ე.წ. ბატის თათები),
  • ტუჩების ირგვლივ ნაოჭების გასწორება,
  • ცხვირ-ტუჩის ნაოჭის კორექცია; 
  • ნაწიბურების ამოვსება; 
  • კანზე ნაადრევი ნაოჭების  (20-30 წლის ასაკში) გაჩენის თავიდან აცილება.

გელი სტერილური შპრიციდან წვრილი ნემსის საშუალებით შეჰყავთ კანის შესაბამის შრეში. პროცედურას საშუალოდ 10-30 წუთი სჭირდება. ინექციების დროს ზუსტად განისაზღვრება ნაოჭის მიმართულება, პრეპარატის თანაბარი განაწილება ქსოვილებში ხდება მსუბუქი მასაჟის მეშვეობით.
გართულების ალბათობა მინიმალურია. კონტურულ პლასტიკას ასაკობრივი ზღვარი არ გააჩნია, მისი გაკეთება ნებისმიერ ასაკში შეიძლება.