ბოტოქსი

ბოტოქსის გაახალგაზრდავების ერთერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი პროცედურაა. კანის გაახალგაზრდავების ეს მეთოდი არის ნაკლებად მტკივნეული და არაქირურგიული, პროცეუდურა მაქსიმუმ 20 წუთის ხანგრძლივობისაა.

ბოტოქსი გამოიყენება მიმიკური და ასაკობრივად წარმოქმნილი ნაოჭების გასასწორებლად (თვალების ირგვლივ, შუბლზე, ცხვირ-ტუჩის არეში,  წარბებს შორის, ყელზე, დეკოლტეზე).

პროცედურის დროს  ხდება ბოტულოტოქსინის (ბოტულიზმის ტოქსინის) შეყვანა კანში ინექციური გზით. ეს ტოქსინი მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და იწვევს კუნთების მოდუნებას. შედეგად კუნთი ვეღარ იკუმშება აქტიურად, რაც ხელს უწყობს მიმიკური ნაოჭების კორექციას და აბრკოლებს ახალი ნაოჭების წარმოქმნას. პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.

ბოტოქსი კეთდება შემდეგ ზონებზე:

  • ბოტოქსის ინიექციები შუბლზე ასწორებს ჰორიზონტალურ მიმიკურ ნაოჭებს, ნაკეცებს წარბებს შორის, თვალების ირგვლივ წარმოქმნილ ნაოჭებს (ე.წ. “ბატის თათები”),
  • ინექციები კეთდება ცხვირ-ტუჩის არეში, ასევე, ეფექტურია ტუჩის კუთხეებში არსებულ ნაოჭებთან, აგრეთვე ნიკაპის, ცხვირის არეში წარმოქმნილ ნაოჭებზე.
  • ე.წ. “სილამაზის ინიექცია” ეფექტურია ყელის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ნაოჭებზე, დეკოლტეზე.
  • ბოტოქსი მკურნალობს ჰიპერჰიდროზის (ფეხებზე, ხელებზე და იღლიებში ოფლის გაძლიერებული გამოყოფა). პრობლემურ ზონაში ნემსის გაკეთება დიდი ხნით დაგავიწყებთ  ჭარბოფლიანობას.
  • რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ბოტოქსი თავის ტკივილისაგან, შაკიკისაგან თავის დაღწევის ეფექტური საშუალებაა.