სიახლეები

მაისი 14, 2015

სიახლე ისრაელიდან, პროექტი - La Belle Be Well დაფუძნებულია პრინციპებზე, რომელმაც გაუძლო დროს. მეთოდზე, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და დღემდე წარმატებით ხორციელდება. პროგრამის ძირითადი პრიციპები შემუშავებულია ებრაელი ფილოსოფოსის და ექიმის Rambam - ის მრავალსაუკუნოვანი ნაშრომების საფუძველზე.
წონაში კლების წარმატება მხოლოდ ზედმეტი კილოგრამების დაკარგვას არ გულისხმობს. ის მოიცავს სასარგებლო უნარების შეძენას, რაც დაგეხმარებათ კვების რაციონის შესადგენად და ცხოვრების წესის შესაცვლელად. ზოგჯერ, მიზნის მისაღწევად მხოლოდ მოტივაცია და თავისუფალი ნება არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები აუცილებელია  გამოვიმუშაოთ ჯანსაღი ჩვევები. როგორ მოვახერხოთ ეს? ამისათვის გთავაზობთ ჩვენი პროგრამის ერთ-ერთ საინტერესო ნაწილს - ჯგუფურ შეხვდერებს.

ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან დიდ გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე. ხანგრძლივი სტრესი, ნერვიულობა, შფოთვა იწვევს იმუნური სისტემის დასუსტებას და სხვადასხვა დაავადების განვითარებას. ცხოვრების ჯანსაღი წესი - სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ არა მხოლოდ სხეულის, არამედ  გონებისა და სულის გაჯანსაღებისათვის.

დროა განთავისუფლდეთ, შეცვალეთ საკუთარი ცხოვრება და გახდით ჯანმრთელი, თავისუფალი და წარმატებული ადამიანი. 
 

სცადეთ! არაფერს კარგავთ, გარდა წონისა!

სექტემბერი 9, 2014

Med-aesthetic center La Belle Medical is entering 8th international "Beauty and Aesthetic Medicine Exhibition", from 25th to 27th of september.
Beauty Azerbaijan - the only beauty industry event in the country - brings together industry professionals, producers and distributors of cosmetics, and end consumers of beauty products and perfumes.
Beauty Azerbaijan attracts industry professionals from various countries, helping them to enter the Azerbaijan market and introduce global beauty accomplishments to local specialists and consumers.

Success of Beauty Azerbaijan exhibition for the past 7 years testifies to the dynamic development of the country's beauty industry and also contributes to its further development.

აგვისტო 4, 2014

La Belle Medical-ში გრანდიოზული საზაფხულო აქცია დაიწყო. მომხმარებლებს საშუალება აქვთ მიიღონ 50%-მდე ფასდაკლება თმის მოცილების უმტკივნელო პროცედურებზე, DPC ტექნოლოგიით, მოყინვის მეთოდით.

საზაფხულო აქცია სოციალურ ქსელზე „Facebook“ მიმდინარეობს და საკმაოდ დიდი გამოხმაურება აქვს ყველა ასაკის მომხმარებლებში

ივლისი 8, 2014

2 ივლისს საერთაშორისო ესთეტიკური მედიცინის ცენტრი La Belle Medical სიღნაღის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დღის ცენტრს ეწვია და საჩუქრები გადასცა ცენტრის ბენეფიციარებს.

2014 წლის 28 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით La Belle Medical-ში მიმდინარეობდა ქველმოქმედების კვირეული, რომელშიც შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდა ზემოთ აღნიშნულ დღის ცენტრს.


ივნისი 25, 2014

25 ივნისს, ოთხშაბათს 17:00 საათზე საერთაშორის ესთეტიკური მედიცინის ცენტრის La Belle Medical ფილიალის გახსნა ქ. ქუთაისში (ცისფერყანწელების ქ.N5).

გახსნის ცერემონიაზე მოწვეული არიან ცნობილი სახეები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაცია, სადაც, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება უკეთ გაეცნოს La Belle Medical-ის მომსახურებებს. ამასთანავე, საღამოს 18:00-დან 19:00 საათამდე ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა Flashmob, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდები.

დღეისათვის La Belle Medical საქართველოს მასშტაბით 9 ფილიალს ფლობს, სულ მალე იგეგმება ბათუმის ფილიალის გახსნა, ასევე, წარმომადგენლობა და ფილიალები აზერბაიჯანსა და სომხეთში.

ივნისი 25, 2014

29 ივნისი, 16:00 საათი, აკვა პარკი Gino Paradise და საერთაშორისო ესთეტიკური მედიცინის ცენტრი La Belle Medical-ი გთავაზობთ მასტერკლასს და კონკურსს სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობებში: კრავ მაგა და ზუმბა.

კრავ მაგა-ს მასტერკლასს ჩაატარებს ისრაელიდან მოწვეული ტრენერი, იაპონიის და ისრაელის კარატეს ფედერაციის წევრი (JKF), ორენ მოსკოვიჩი. 
ზუმბას მასტერკლასს გაუძღვება ზუმბა ფიტნესის ფედერაციის (zin tm) სერთიფიცირებული წევრი თეკო ცინცაძე.

შემოგვიერთდით, გაიხალისეთ ცხოვრება მუსიკით და ცეკვით. მიიღეთ მონაწილეობა სახალისო კონკურსში და მოიგეთ La Belle Medical-ის და Gino Peredise-ს მიერ დაწესებული საჩუქრები.