ტრენინგ - კურსი

ტრენინგ - კურსი

ტრენინგ - კურსი

ერთად უფრო სახალისოა! ზოგჯერ, მიზნის მისაღწევად მხოლოდ მოტივაცია და თავისუფალი ნება არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები აუცილებელია  გამოვიმუშაოთ ჯანსაღი ჩვევები. როგორ მოვახერხოთ ეს? ამისათვის გთავაზობთ პროგრამის ყველაზე საინტერესო ნაწილს - ტრენინგ-კურსი დიეტკლუბში. 

კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანები გუნდურად გაცილებით მაღალ შედეგს აღწევენ, ვიდრე დამოუკიდებლად. ტრენინგ-კურსზე შეისწავლით სწორი ვების ხელოვნებას, მონაწილეობას მიიღებთ სხვადასხვა ტიპის აქტივობაში, რომ წონაში კლების პროცესი იყოს მარტივი და საინტერესო. 

 

 

 

 

 

ტრენინგ-კურსის უპირატესობები:

  • პაციენტებს აერთიანებთ საერთო პრობლემა და ერთად ცდილობენ მის გადაჭრას.
  • ხდება ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება, რაც კიდევ უფრო ამარტივებს დასახული მიზნისკენ სწრაფვას
  • ჯგუფის წევრები ერთმანეთის მიმართ გრძნობენ მხარდაჭერას, რაც ზრდის მოტივაციას.  
  • ჯგუფში ყოველთვის არის დადებითი და პოზიტიური ენერგია
  • ჯგუფში ხდება ჩვენი ქცევის ანალიზი, რატომ ვერ ვაკონტროლებთ თავს კვების დროს, რაში მდგომარეობს პრობლემის რეალური მიზეზი და როგორ გამოვასწოროთ მავნე ჩვევები.
 
გადადგით პირველი ნაბიჯი საკუთარი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ცხოვრების წესის შეცვლა არასდროს  არის გვიან. ერთად აუცილებლად მივალთ მიზნამდე - ძალა ერთობაშია!