სპორტი

სპორტი

სპორტი

მოძრაობა ცხოვრების საფუძველია! სპორტი კი უფრო მეტია, ვიდრე ვარჯიში. მას არ აქვს შეზღუდვები. სპორტში გაერთიანებულია, როგორც ფიზიკური დატვირთვა, ასევე ესთეტიკური  და ფსიქოლოგიური მხარეები. 

პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სპორტი. თქვენს ფიზიკურ აქტივობას უზრუნვეყოფს La Belle Sport, რომელიც მდებარეობს ვაკეში, ყიფშიძის #2-ში.

ისრაელიდან მოწვეული პროფესიონალი ინსტრუქტორი პაციენტებს ინდივიდუალურად შეურჩევს შესაბამის ვარჯიშის სტილს, გააკონტროლებს მათი ფიზიკური დატვირთვის დოზირებას. La Belle Sport გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის სპორტულ აქტივობებს, ესენია: ზუმბა, კრავ მაგა, იოგა და სატრენაჟორო დარბაზი.

ვარჯიში არ უნდა იყოს მხოლოდ წონაში კლებისთვის. პირველ რიგში ის სიამოვნებას უნდა გვანიჭებდეს და იწვევდეს დადებით ემოციებს. იყავით აქტიური და შეიგრძენით სპორტით მიღებული თავისუფლება,

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა თქვენი წონა, არამედ თქვენ. ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის, რომ თავი იგრძნოთ ჯანმრთელ და ბედნიერ ადამიანად. 

ჯანმრთელობას გისურვებთ!