Laser

პილინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროცედურაა ესთეტიკურ მედიცინაში. ეს არის კანის არაოპერაციული მეთოდით გაახალგაზრდავება. სიტყვა  Peel ნიშნავს აქერცვლას, აშრევებას, ხოლო პილინგი კანის ზედაპირიდან  მკვდარი უჯრედების მოცილებას გულისხმობს და ამ გზით აუმჯობესებს კანის გარეგნულ იერს. პილინგი აძლიერებს ბაზალური (კანის ღრმად მდებარე) შრის უჯრედების გაყოფას. მისი მეშვეობით ხდება კანის დაზიანებების, ზედაპირული ნაოჭების, პიგმენტური ლაქების, ასევე ზედაპირული ნაწიბურების გაქრობა.

SharpLight-ის აპარატი ფრაქციული ლაზერით  1ან 2 პროცედურაში აღწევს საბოლოო შედეგს. ფრაქციული ლაზერის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ კანის დაზიანებიდან გამომდინარე ექიმი დერმატოლოგი უშუალოდ პროცედურის დროს განსაზღვრავს, რა სიღრმემდე მოხდეს ლაზერული სხივის ზემოქმედება.

ლაზერული პილინგის უპირატესობები:

  • პროცედურის შემდეგ შესამჩნევია მკვეთრად გამოხატული ეფექტი;
  • მცირდება ნაოჭები, კანის ზედაპირიდან ქრება აკნეს ელემენტების შედეგად გაჩენილი რელიეფური წარმონაქმნები;
  • მცირდება მზისგან გამოწვეული და ასაკობრივი პიგმენტური ლაქები;
  • პროცედურის შემდეგ დერმატოლოგები პაციენტებს ურჩევენ მოერიდონ მზის სხივების მავნე ზემოქმედებას და გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალება;