IR

IR - სახის კანისა და კისრის ინფრაწითელი თერმოლიფტინგი

  • რა არის თერმოლიფტინგი?
  • ინფრაწითელი და რადიოტალღური თერმოლიფტინგის გამაახალგაზრდავებელი პროცედურების უპირატესობები სხვა მეთოდებთან შედარებით
  • თერმოლიფტინგის ეფექტი (შედეგები)
  • ინფრაწითელი თერმოლიფტინგი SharpLight-ისაგან

 

რა არის თერმოლიფტინგი?

ინფრაწითელი გამოსხივება გამოიყენება აპარატულ კოსმეტოლოგიაში უსაფრთხო და კონფორტული არააბლატური თერმოლიფტინგის პროცედურებისათვის – ნაოჭების გასწორება და კანის სიმკვრივის აღდგენა ოპერაციის გარეშე. ულტრაწითელი თერმოლიფტინგის პროცედურების შედეგად სახის კანი მაშინვე იჭიმება, წარბები ზემოთ იწევს, ხდება ნაოჭების გასწორება პირისა და ცხვირის არეში, კისრის არეში კანი ნაკლებადაა მოდუნებული.

ინფრაწითელი და რადიოტალღური თერმოლიფტინგის გამაახალგაზრდავებელი პროცედურების უპირატესობები სხვა მეთოდებთან შედარებით

თერმოლიფტინგის კოსმეტოლოგიური ტექნოლოგიის გამოჩენამ ბევრ ადამიანს საშუალება მისცა, უარი ეთქვა პლასტიკურ ოპერაციებზე, რომლებიც საერთო ანესთეზიის საშაულებით კეთდებოდა და რეაბილიტაციის ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვდა. პაციენტები, რომლებმაც ჩაიტარეს თერმოლიფტინგის პროცედურების კურსი, შედეგად მიიღეს შესამჩნევად გაახალგაზრდავებული კანი და ურჩევენ ამ მეთოდს მეგობრებსა და ნათესავებს.

უდავოა, რომ ეფექტურობის ხარისხის მიხედვით, გაახალგაზრდავების ქირურგიული მეთოდები კვლავ ლიდერობენ, თუმცა, ამასთანავე, სწორედ ისინი გამოირჩევიან გართულებების რისკის ყველაზე მაღალი ალბათობით. მათ მოსდევს საშუალო პილინგები და აბრაზიული მეთოდები, თუმცა ამ ტექნიკების გვერდითი ეფექტებისა და გართულებების ალბათობაც საკმაოდ დიდია.

ფოტოგაახალგაზრდავება ხასიათდება უსაფრთხოების მაღალი ხარისხითა და გართულებების ნაკლები ალბათობით.

გარდა ამისა, გაახალგაზრდავების ყველა ზემოთაღნიშნული ხერხი ბევრად უფრო ძვირადღირებულია.

სახის კანის გაახალგაზრდავება ინექციის მეთოდით  შედეგის მხრივ ძალიან ახლოს დგას თერმოლიფტინგთან. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მეთოდი ინვაზიურია, ის მაინც გართულების მაღალ რისკს შეიცავს. დღესდღეობით IR და RF  თერმოლიფტინგი სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს როგორც კოსმეტოლოგებში, ისე მომხმარებლებში. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ ეფექტურობის, ფასისა და უსაფრთხოების თანაფარდობის მიხედვით, ამ მეთოდს ტოლი არ ჰყავს.

თერმოლიფტინგის ეფექტი (შედეგები)

  • სახისა და სხეულის კანის გადაჭიმვა ოპერაციის გარეშე, არ მოითხოვს ანესთეზიას და რეაბილიტაციის პერიოდს, არ გააჩნია გვერდითი ეფექტები
  • კანის შესამჩნევი გაახალგაზრდავება პირველივე პროცედურის შემდეგ
  • ნაოჭების შემცირება პირისა და ცხვირის არეში (მიდამოში)
  • ინფრაწითელი გადაჭიმვის შედეგად მიღებული შედეგი ბუნებრივად გამოიყურება
  • თერმოლიფტინგი კანში კოლაგენის სინთეზის აღდგენით პროცესებს იწყებს. შედეგად, ინფრაწითელი პროცედურების ზემოქმედების შემდეგ, კანის სტრუქტურა ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმჯობესდება.

 

ინფრაწითელი თერმოლიფტინგი SharpLight-ისაგან

IR SharpLight-ისაგან – ეს არის უნივერსალური პროცედურები 2 საცმით: 6,4სმსხეულზე განხორციელებული პროცედურებისათვის, ხოლო 3,4სმ2 სახის პროცედურებისათვის. თითოეული საცმი (თავი) საშუალებას იძლევა, აირჩიოთ სასურველი რეჟიმი, ძირითადი ან ფრაქციული, ნეოკოლაგენეზის სტიმულირებისათვის.

უნიკალური თერმოელექტრული გაგრილება ეპიდერმისს გადახურებისაგან იცავს, რაც კანის ღრმა ფენებზე ეფექტური ზემოქმედების საშუალებას იძლევა. თერმოელექტრულად გაგრილებადი საფირონის შუშა მოქმედებს თითოეულ ნათებამდე, უშუალოდ ნათებისას და მის შემდეგაც, რაც უზრუნველყოფს პროცედურის მაღალ შედეგიანობას, ინარჩუნებს რა მის სრულ უსაფრთხოებას.

IR SharpLight-ისაგან გამოყენება იდეალურია სახის, კისრის, ხელების, მუცლის, ფეხებისა და დუნდულების არეში.IR უზრუნველყოფს ეფექტურ პროცედურას ორი საცმის (სახისა და ტანის) მეშვეობით. მათი საშაულებით თერმოლიფტინგის პროცედურა მაქსიმალურად ზუსტი და მოსახერხებელია.