DPC

DPC ტექნოლოგიის ერთერთი ყველაზე დიდი უპირატესობა არის ის, რომ იძლევა მპულსის მოდიფიკაციის არჩევის საშუალებას, რაც გულისხმობს თითოეულ მომხმარებელზე პროგრამის ინდივიდუალურად შერჩევას კანის ტიპის, თმის ფერის, თმის სტრუქტურის გათვალისწინებით. სწორედ ინდივიდუალურად შერჩეული პარამეტრები უზრუნველყოფს იმ გასაოცარ შედეგებს, რაც DPC ტექნოლოგიით ჩატარებულ პროცედურებს აქვს.

რაც შეეხება მოყინვის მეთოდს, რაც უზრუნველყოფს პროცედურების უმტკივნეულობას, ეს არის მოყინვის უნიკალური სისტემა - საფირის მინა, რომელიც გრილდება  -10ºC-მდე და აქვს ანესთეზიის ეფეტი. მოყინვის მეთოდი იცავს კანს გადახურებისაგან.

DPC ტექნოლოგიას ასევე აქვს სინათლის ფილტრის ორმაგი სისტემა, რაც ელექტრომაგნიტური გამოსხივების სპექტრს ჩამოაცილებს ულტრაიისფერ და ინფრაწითელ ტალღებს და ატარებს მხოლოდ ხილული სპექტრის ნარინჯისფერ-წითელ ნაწილს.