F.A.Q.

  • კითხვარას ნიშნავს DPC ?

პასუხი: DPC (dynamic pulse control) დინამიური პულსური კონტროლი.

 

  • კითხვა: რა პროცედურებს მოიცავს DPC ტექნოლოგია?

პასუხი: DPC ტექნოლოგია მოიცავს შემდეგ პროცედურებს: თმის მოცილება, ზედაპირული კაპილარებისა და პიგმენტური ლაქების მოშორება, აკნეს მკურნალობა, ღია ფორების დახურვა, სახის კანის გაახალგაზრდავება.

 

  • კითხვაარის თუ არა პროცედურები მტკივნეული?

პასუხი: პროცედურა არის საერთოდ უმტკივნეულო, პროცედურის დროს თქვენ შეიძლება შეიგრძნოთ მსუბუქი ჩხვლეტა მაგრამ არა ტკივილი, კონტაქტური გაგრილების უნიკალური სისტემა (საფირის მინით) იძლევა ანესთეზიის დამატებით ეფექტს რაც პროცედურას ხდის აბსოლიტურად უმტკივნეულოს და სასიამოვნოს, საფირის მინა გრილდება 10 გრადუსამდე, საფირის მინის კანთან კონტაქტი იცავს მას გადახურებისგან.

 

  • კითხვაარის თუ არა პროცედურები უსაფრთხო?

პასუხი: ყველა პროცედურა არის არა ინვაზიური და უსაფრთხო.

 

  • კითხვარა მექანიზმით ხდება თმის მოცილება DPC ტექნოლოგიის დროს?

პასუხი: იგი დაფუძნებულია შერჩევით ფოტოთერმოლიზზე ( Selective fotothermolysis), რაც ნიშნავს  thermo- სითბო, lysis- განადგურება. სპექტრული სინათლე აღწევს თმის ფოლიკულაში, გარდაიქმნება სითბურ ენერგიად და შლის მას.

 

  • კითხვარამდენი პროცედურაა საჭირო თმის საბოლოო გაქრობისათვის?

პასუხი: საჭიროა 8-10 პროცედურა 4-12 კვირის ინტერვალით.

 

  • კითხვარატომ არის საჭირო რამოდენიმე პროცედურა თმის საბოლოო გაქრობისათვის?

პასუხი: იმისათვის რომ მოხდეს თმის ფოლიკულის დაშლა ის უნდა იყოს ზრდის ფაზაში, ადამიანის ფიზიოლოგიიდან გამომდინარე თმის ფოლიკულის დაახლოებით 20-25% არის ზრდის ფაზაში თოთოეული ვიზიტის დროს, ეს არის პროცენტული მაჩვენებელი თმის ფოლიკულისა რომელიც შეიძლება ერთჯერადი ვიზიტის შემდეგ იქნეს მოშორებული. შესაბამისად რომ მოხდეს დარჩენილი 75-80% თმის ფოლიკულის გაქრობა საჭიროა განმეორებითი პროცედურები საჭირო შედეგის მისაღწევად.

 

  • კითხვარა მეთოდებით ხდება კანის გაახალგაზრდავება?

პასუხი: ჩვენთან არსებობს 4 მეთოდი კანის გაახალგაზრდავებისა: LASER, IPL, RF, IR ტექნოლოგიები.

 

  • პასუხირა არის  Erbium ფრაქციული ლაზერი?

პასუხი: ეს არის ლაზერის ერთერთი სახეობა მისი მეშვეობით ხდება კანის ზედაპირული შრის აშრევება, იგი სტიმულაციას იწვევს კოლაგენური ბოჭკოების წარმოქმნის რაც კანს გაუმჯობესებულ ვიზუალურ ეფექტს აძლევს.

 

  • კითხვარა მექანიზმი მოქმედებს DPC ტექნოლოგიით კანის გაახალგაზრდავების დროს?

პასუხი: იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ახალგარზდა კანი საჭიროა კანქვეშ არსებული კოლაგენის ბოჭკოების პერმანენტული წარმოქმნა, გარემო და ასაკობრივი ფაქტორების ზემოქმედებით ეს პროცესი არ სრულდება, DPC ტექნოლოგია ხელს უწყობს ნეოკოლაგენეზის პროცესს. ნეოკოლაგენეზი არის პროცესი როდესაც ახალი კოლაგენური ბოჭკოები წარმოიქმნება კანქვეშ და განლაგდება იქ სადაც ძველი კოლაგენი აღარ არსებობს. 

 

  • კითხვა რამდენი პროცედურაა საჭირო სახის კანის გაახალგაზრდავების დროს DPC ტექნოლოგიით?

პასუხი: 3-6 პროცედურა, 1თვიანი ინტერვალებით.

 

  • kiTxvaრა არის RF  და IR  ტექნოლოგიები?

პასუხი: RF  ეს არის რადიო სიხშირე, ხოლო IR ეს არის ინფრაწითელი სხივი.

 

  • კითხვარით ჯობია DPC ტექნოლოგიით აკნეს მკურნალობა ადგილობრივ მედიკამენტოზურ თერაპიას?

პასუხი: ადგილობრივი მოქმედების მედიკამენტები ხშირად აღიზიანებს კანს და 40%-ზე მეტი აკნეს გამომწვევი ბაქტერიისა არ არის ტოლერანტული ანტიბიოტიკებზე, ასევე ადგილობრივი მოქმედების მედიკამენტებმა შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ არასასიამოვნო გვერდითი ეფექტები, არის ძვირადღირებული და ძირითადად საჭიროებს 3-4 თვიან თერაპიას.

 

  • კითვა: რა მექანიზმით ხდება აკნეს მკურნალობა  DPC  ტექნოლოგიის დროს?

პასუხი: ხდება მსუბუქი და ზომიერი ტიპის სიმძიმის აკნეს მკურნალობა. სხივების ზემოქმედებით გამომუშავდება თავისუფალი რადიკალები (პორფირინები) ცხიმოვან ჯირკვლებში, რომელიც ანადგურებს აკნეს გამომწვევ ბაქტერიას.

 

  • კითხვარამდენი პროცედურაა საჭირო ეფექტის მისაღებად?

პასუხი: ძირითადად 8 პროცედურაა საჭირო 1 თვის განმავლობაში რათა შევამციროთ პაპულებისა და პუსტულების რაოდენობა 60-65%-ით.

 

  • კითხვა: როგორ ხდება ზედაპირული კაპილარებისა და პიგმენტური ლაქების მოცილება DPC ტექნოლოგიით?

პასუხი: ზედაპირული კაპილარების დროს პულსური სინათლე შეიწოვება კაპილარებში არსებული ოქსიჰემოგლობინის მიერ, რაც იწვევს სისხლის კოაგულაციას და კაპილარების მსხვრევას მცირე ნაწილაკებად, რომელიც გამოდის ლიმფური სისტემის მეშვეობით.

      პიგმენტური ლაქების დროს (ასაკობრივი და მზისგან გაჩენილი) სამიზნე      ადგილები შთანთქავენ პულსურ სინათლეს, ანაწევრებენ პიგმენტურ ლაქებს მცირე ნაწილაკებად, რომლებიც ერთი ან ორი კვირის განმავლობაში გაიწოვება.

 

  • კითხვა: რამდენი პროცედურაა საჭირო ეფექტისათვის?

პასუხი: 3-6 პროცერუდა, 1 თვიანი ინტერვალებით

 

  • კითხვა: რა უპირატესობა აქვს DPC ტექნოლოგიით თმის მოცილებას?

პასუხი: უმკტივნეუოლობა და ნაკლები დისკომფორტი,უსაფრთხოება, მცირე დროში განთავისუფლება არასაურველი თმისაგან, მოქმედებს როგორც მუქი ასევე ღია ფერის თმაზე,  ეფექტურია სხეულის ნებისმიერ მიდამოზე.

 

  • კითხვა: არის თუ არა პროცედურა მტკივნეული?

პასუხი: პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო

 

  • კითხვა: რა მეთოდებით ებრძვით ცელულიტს?

პასუხი: შარფლაითის აპარატს გააჩნია ცელულიტთან ბრძოლის უახლესი RF  და IR ტექნოლოგიები. RF რადიოსიხშირის ტალღა უზრუნველჰყოფს ცხიმოვანი კარკასის რღვევას, შემდეგ დნობას, რომელიც შემდგომ დრენირდება ლიმფურ  სისტემაში. IR ინფრაწითელი სხივი, უზრუნველყოფს მოდუნებული კანის დაჭიმვას.

 

  • კითხვა: რა ეფექტს უნდა ელოდოს პაციენტი პროცედურების დასრულების შემდეგ?

პასუხი: ორი პროცედურის გაერთიანება ეფექტურად ებრძვის ცელულიტს, რომლის რელიეფური ჩალაგება თვალით ხილვადია, ეფექტი პროცედურების დასრულების შემდგომ მდგომარეობს შემდეგში: ცელულიტის ალაგება ხდება RF ტექნოლოგიით ხოლო IR ტექნოლოგიის მეშვეობით ხდება კანის დაჭიმვა, გაახალგაზრდავება და კოლაგენური ბოჭკოების განახლება. 

 

  •  კითხვა: რამდენი პროცედურაა საჭირო ეფექტის მისაღებად?

პასუხი: ეფექტის მისაღებად საჭიროა 6დან 12 პროცედურამდე

 

  •  კითხვა: სპორტის რა სახეობებს სთავაზობთ პაციენტებს?

პასუხი: ლაბელ სპორტი გთავაზობთ სპორტის შემდეგ სახეობებს: პილატესი, იოგა, აერობიკა ცეკვის თანხლებით, საბრძოლო და თავდაცვის ხელოვნება, ქიქ-ბოქსინგი, Martial Art, Krav Maga, MMa, Mau Tai. მეცადინეობებს ჩაატარებს  ისრაელიდან მოწვეული სპეციალისტი.

 

  • კითხვა: ლაზერული პილინგის დროს ხანგრძლივია თუ არა რეაბილიტაციის პერიოდი?

პასუხი: 7-10 დღე.

 

  • კითხვა: რა ხდება ლაზერული პილინგის დროს?

პასუხი: ლაზერული პილინგის დროს ხდება კანის ზედაპირული შრის აშრევება.

 

  • კითხვა: რა შემთხვევებში კეთდება ლაზერული პილინგი?

პასუხი: აკნეს შემდგომი დერმატიტის, ფორების, სახის კანის გაახალგაზრდავების, პიგმენტური ლაქების დროს.

 

  • კითხვა: რა შემთხვევებში არ კეთდება პროცედურები DPC ტექნოლოგიით?

პასუხი: გარუჯულ კანზე, ორსულობა, ლაქტაცია, ეპილეპსია, გარკვეული ჯგუფის მედიკამენტოზური მკურნალობის დროს, სიმსივნური დაავადებების დროს.

 

  • კითხვა:  თმის მოცილების პროცედურის შემდეგ რამდენ ხანში ცვივა თმები?

პასუხი: 2-3 კვირის განმავლობაში.