ჩვენ შესახებ

საერთაშორისო ესთეტიკური მედიცინის ცენტრმა - La Belle Medical უახლესი და წამყვანი ტექნოლოგიების წყალობით დაარსებისთანავე  თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა ესთეტიკური მედიცინის სფეროში, რაც თავისთავად უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცედურებთან ერთად განაპირობა გასაოცარმა შედეგებმა.

La Belle Medical-ი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატების უახლესი მოდელებით, გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით, დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით. კლინიკაში წარმატებით მუშაობენ ექიმი-დერმატოლოგები, რომლებიც რეგულარულად გადიან გადამზადების კურსებს ისრაელიდან და ევროპიდან მოწვეულ სპეციალისტებთან, აგრეთვე მონაწილეობენ ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამართულ საერთაშორისო კონგრესებში და სიმპოზიუმებში.

La Belle Medical-ი მსოფლიოში დამკვიდრებული ბრენდის, SharpLight-ის, ექსკლუზიური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში.

SharpLight-ის უნიკალურ, უახლესი ტექნოლოგიის არაინვაზიურ აპარატს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მოიხმარს. მულტიფუნქციურ აპარატს გააჩნია სამედიცინო, ესთეტიკური და დერმატოლოგიური მიმართულებები და განკუთვნილია ისეთი პროცედურებისათვის, როგორიცაა:

  • სახეზე და სხეულზე თმის უმტკივნეულო მოცილება მოყინვის მეთოდით DPC ტექნოლოგიით,
  • ცელულიტის დაშლა უახლესი RF (რადიოსიხშირის) ტექნოლოგიით,
  • ლაზერული პილინგი,
  • აკნეს მკურნალობა,
  • ასაკობრივი და მზისგან წარმოქმნილი პიგმენტური ლაქების გაქრობა,
  • ზედაპირული კაპილარების მოშორება,
  • შრამის გაუფერულება,
  • ფორების დავიწროვება,
  • კანის გამკვრივება-გაახალგაზრდავება.

 ექსკლუზიურად მხოლოდ La Belle Medical-ში შეგიძლიათ საკუთარ თავზე გამოსცადოთ  SharpLight-ის აპარატის LASER, RF, IR, DPC ტექნოლოგიები, რომლებიც აპრობირებულია  მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და მისი ეფექტი ქირურგიული ჩარევის შედეგებს აღემატება.