Media

Events

May 14, 2015

ახალი პროექტის პრეზენტაცია La Belle Medical-ში, 15მაისი, 19:00საათი.

სიახლე ისრაელიდან, პროექტი - La Belle Be Well დაფუძნებულია პრინციპებზე, რომელმაც გაუძლო დროს. მეთოდზე, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და დღემდე წარმატებით ხორციელდება.
პროგრამის ძირითადი პრიციპები შემუშავებულია ებრაელი ფილოსოფოსის და ექიმის Rambam - ის მრავალსაუკუნოვანი ნაშრომების საფუძველზე.
წონაში კლების წარმატება მხოლოდ ზედმეტი კილოგრამების დაკარგვას არ გულისხმობს. ის მოიცავს სასარგებლო უნარების შეძენას, რაც დაგეხმარებათ კვების რაციონის შესადგენად და ცხოვრების წესის შესაცვლელად. 
ზოგჯერ, მიზნის მისაღწევად მხოლოდ მოტივაცია და თავისუფალი ნება არ არის საკმარისი. იმისათვის, რომ ვიყოთ ჯანმრთელები აუცილებელია გამოვიმუშაოთ ჯანსაღი ჩვევები. როგორ მოვახერხოთ ეს? 
ამ და სხვა კითხვებზე ამომწურავ პასუხს პრეზენტაციაზე მიიღებთ.

La Belle Medical ირჩევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, აქციეთ თქვენი სურვილები რეალობად. ჩვენ დაგეხმარებით მიზნის მიღწევაში. 
სცადეთ! არაფერს კარგავთ, გარდა წონისა!